გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

30-10-2019

თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა. ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. დამწვარია სახლში არსებული ავეჯი და ტექნიკა.

როგორც მარტოხელა ივანე ზურაბაშვილი ამბობს, ჩაეძინა და ანთებული სიგარეტიდან ცეცხლი საწოლზე გადავიდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება მოახერხეს. ხანძრის სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება აღარ არსებობს.

"კვირა"