გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბულვარი, „ჭკვიანი სივრცე“ და „ახალი მზიური“ – რა იდეები აქვთ სურამელ ახალგაზრდებს დაბის განსავითარებლად

31-10-2019

ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის პროექტში ჩართული დაბა სურამის 3 გუნდის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. შემდეგ ნაბიჯი არჩევნებია. 3 ნოემბერს სურამის კულტურის სახლში ჩატარდება კენჭისყრა, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს სამი პროექტიდან საუკეთესოს. გამარჯვებული იდეის განხორციელების პირობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო დებს.

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარებისთვის, თავად ჩაერთონ პროცესში და შეიტანონ წვლილი ამ განვითარებაში.

რა იდეები და ინიციატივები აქვთ სურამელ ახალგაზრდებს? როგორ წარმოუდგენიათ მათ დაბის მომავალი და რას სთავაზობენ ისინი თანადაბელებს? თავდაპირველად, პროექტში 5 გუნდი დარეგისტრირდა, თუმცა, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ სამი მათგანი გადავიდა. შესაბამისად, 3 ნოემბერს გასამართ კენჭისყრაზე სურამელებს არჩევნის გაკეთება მათ მიერ წარმოდგენილი სამი პროექტიდან მოუწევთ.

ბულვარი  სურამის ახალი სიცოცხლე

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებმა წარადგინეს, სურამში ბულვარის მოწყობას ითვალისწინებს. მისი ავტორები დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები – მარიამ ბარბაქაძე, თამარ კიკნაძე და საბა ბარბაქაძე არიან.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბულვარის მოწყობა სურამის რკინიგზის მიტოვებულ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. იყო დრო, როდესაც ხაშურიდან სურამში მატარებელი დადიოდა, თუმცა, უკვე ათწლეულებია, რკინიგზა გაუქმებულია, მატარებელი აღარ დადის, შენობები უპატრონობისგან ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება, ტერიტორია კი დაბინძურებული და გასაწმენდია.

ეს ტერიტორია დღემდე საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა მის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებს, საქართველოს რკინიგზას კი ამ უნიკალურ კურორტზე არსებული თავისი ქონება უპატრონოდ აქვს მიგდებული.

droa.ge