გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების აღდგენით სამუშაოებს ატარებს

31-10-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.


სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 280 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების დაშრობას, უხვი ნალექის დროს ქობულეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის ნაწილის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 342 000 ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ გაეცნო.