გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მარტვილში, ეპარქიის ეზოში, მეუფე პეტრეს მრევლი და მხარდამჭერი სასულიერო პირები იკრიბებიან

31-10-2019

მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ტაძრის ეზოში სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება. ისინი მეუფე პეტრესთან კომუნიკაციას ელოდებიან.

როგორც ტაძრის ეზოში შეკრებილები აცხადებენ, საპატრიარქოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია და  იმ მუხლის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობას ჩამოაშორეს.

მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირები პატრიარქის მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას, პეტრეს მიერ პედოფილიაში და სოდომურ ცოდვებში  მხილებულ პირებს უკავშირებენ.

სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ მათი მღვდელმთავარი პეტრეა და ახალ მეუფეს  მხარს არ დაუჭერენ.

rustavi2