გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

“მეუფე პეტრე სინოდმა გადააყენა, ის ისე მოიქცა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა სხდომიდან”

31-10-2019

მეუფე პეტრე გადაყენა არა პატრიარქმა, არამედ სინოდმა, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსულმა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ​​ფაჩუაშვილმა განაცხადა.

“ის ისე მოიქცა, იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან. მან უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. მეუფე პეტრემ წლების განმავლობაში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს და დღესაც იგივე გააკეთა. სხდომაზე ჩვენ მას ვუხსნიდით, ვცდილობდით, მაგრამ მან არ შეწყვიტა პატრიარქის მიმართ შეურაცხყოფა. ის არ მოკვეთილა, გათავისუფლებულია მეუფობიდან და ჭყონდიდის ეპარქიიდან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

kvira