გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხის მერიამ სტიპენდიანტო სტუდენტები დააჯილდოვა

1-11-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 14 წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ღონისძიება ახალციხის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადასცეს, ხოლო მერიისგან ყველა მათგანს 500-500 ლარი ჩაერიცხა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018-2019 წლის მეორე სემესტრის სტიპენდიანტები არიან: მარი გვირჯიშვილი, ირაკლი ყურმაშვილი, მარიამ იაძე, ემა ნაზარეტიანი, რაისა კარაპეტიანი, ანა ხარშილაძე, დათუნა ჩადუნელი, შორენა ჩოქური, ლამარა თელიაშვილი, დონარი ლონდარიძე, თორნიკე ზაზაძე, ლია ბერიძე, მარიამი სუდაძე და ირინა სებისკვერაძე.
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სწავლაში მიღწეული შედეგი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალშიც.

საზეიმო ღონისძიება ახალციხის ციხეზე კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ქართული ესტრადის მომღერლები მონაწილეობდნენ. მაყურებლის წინაშე ნინოჩხეიძე, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე, ირაკლი ნოზაძე და მარგო ლუჩკო წარსდგნენ. ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.