გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე

1-11-2019

ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ქვეყნის მომავალს.

„რა თქმა უნდა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.