გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სარფში სომხეთის მოქალაქეს დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს

1-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მ.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8323.59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (100.26 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.