გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით ნიკა გვარამიას გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

1-11-2019

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში გვარამიას 19:00 საათზე ელოდებიან. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, გვარამია საგამოძიებო უწყებებაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით არის დაბარებული.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია,"-განცხადება გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.​

rustavi2