გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქარელის მერმა მოსახლეობას 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო

1-11-2019

ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2019 წელს  ქარელში განხორციელებული სხვადასხვა პროექტებისა და სამუშაოებების ანგარიში წარუდგინა. შემაჯამებელ ანგარიშსს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომამდგენლები, ასევე მოსახლეობაც ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლოდ განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზეც ისაუბრეს

„მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა ყველა იმ ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წელს. მისი თქმით, პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და იმ სოციალურ-კულტურული პროგრამის განხორციელება და ხელშეწყობა, რაც გააუმჯობესებს ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას”, – ნათქვამია ქარელის მერიის განცხადებაში.

"კვირა"