გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

1-11-2019

„გორის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქარის ახალი ელექტროსადგურის განვითარების კონცეფცია დამტკიცდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის დამკვიდრებისკენ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი დღეს ძირითადად არის ჰიდროსადგურებით წარმოდგენილი, თუმცა, თანამედროვე სამყარო დივერსიფიცირებას მოითხოვს. ამიტომ, ნათია თურავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქარისა და მზის ენერგიის განვითარება. „კიდევ რამდენიმე ასეთი პროექტი გვაქვს გამზადებული, რომლებსაც თანმიმდევრულად წარმოვადგენთ მთავრობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია ნიგოზას პროექტის წარმატებაში, რის საფუძველსაც, მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორი აძლევს - „არ გვაქვს ფუფუნება, რომ ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტი ხანგრძლივად გაიწელოს - როგორც იცით, მატულობს მოთხოვნა, დეფიციტი, იმპორტი და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ძალიან სწრაფად განვავითაროთ, ჰიდროსადგურები იქნება, თუ ქარის ელექტროსადგურები. მეორე ფაქტორი - ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ განახლებადი ენერგია ჩვენთან არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ქარის და მზის ელექტროსადგურებითაც იყოს წარმოდგენილი. ამ პროექტების დაჩქარება ჩვენი ამბიციაა “, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი,“ რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული.
მინისტრის ინფორმაციით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იგეგმება. „ ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა მაძლევს რწმენას, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.