გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნუცა ხიდირბეგაშვილი: გირჩევთ თავი აარიდოთ თბილისი ცენტრალში რეკლამის განთავსებას, რადგანაც შეიძლება მამუკა ხაზარაძის პარტიულ წინსვლას შეუწყოთ ხელი, თქვენ ბიზნესს კი მხოლოდ დააზარალებთ

1-11-2019

"გირჩევთ თავი აარიდოთ თბილისი ცენტრალში რეკლამის განთავსებას, რადგანაც შეიძლება მამუკა ხაზარაძის პარტიულ წინსვლას შეუწყოთ ხელი, თქვენ ბიზნესს კი მხოლოდ დააზარალებთ" - წერს სოციალურ ქსელში სამშენებლო - დეველოპერული კომპანია "მარშალ დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ხიდირბეგაშვილი.

"მოკლედ ესეთი ისტორიის მოწმე გავხდი... ზოგადად უკიდეგანო უფსკრული სერვისის კუთხით საქართველოში ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ეს ისტორია საერთოდ ყველა საზღვარს ცდება. რაღაც სარეკლამო კომპანიის (პიარ ჯგუფი 222) მიერ შტურმით აღების შემდგომ განვათავსე რეკლამა თბილისი ცენტრალი-ში ერთ-ერთ მონიტორზე. სანამ რეკლამას განვათავსებდი და თანხას ჩავრიცხავდი ზარი შემოდიოდა საათში ერთხელ, როგორც კი თანხა ჩავრიცხე და სარეკლამო მასალა გადავაგზავნე გაყიდვების აგენტი დაიკარგა.

მივედი შევამოწმე, რეკლამა არ გადიოდა. ძლივს მოვძებნე თანამშრომელი და დიდი ბოდიშების მერე (ჩემგან მუქარების ასევე) რეკლამა გაუშვეს. გავიდა დრო და კიდე გადავამოწმე რეკლამა გადიოდა თუ არა და აღმოჩნდა რომ კიდე არ გადის. დღეს პასუხი მივიღე ესეთი, რომ ბატონ მამუკა ხაზასაზეს სურდა თავისი ახალი პარტიის "ლელო"-ს რგოლების გაშვება, შესაბამისად ყველა რეკლამა შეწყდა კომპანიების გაუფრთხილებლად და მამუკას "ხათრით" და მისი ზემოდან ზარების მეშვეობით 2 დღე ბზრიალებფა "ლელოს" ვიდეობი. გირჩევთ თავი აარიდოთ თბილისი ცენტრალში რეკლამის განთავსებას, რადგანაც შეიძლება მამუკა ხაზარაძის პარტიულ წინსვლას შეუწყოთ ხელი, თქვენ ბიზნესს კი მხოლოდ დააზარალებთ"-წერს ხიდირბეგაშვილი.



https://www.facebook.com/kosmonavtigafrinda12/timeline?lst=1791348746%3A1438526138%3A1572627146