გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მებაჟეებმა "წითელ ხიდზე" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

2-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

კონკრეტულად, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 14,110.91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 101.54 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 14,110.91 ლარის ოდენობით შეეფარდათ.