გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას ... მადლობელი ვარ თანადგომისათვის" - კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში

3-11-2019

მადლობელი ვარ თანადგომისათვის - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მწუხარებამ სრულიად ერი გააერთიანა.

"მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა. გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი," - აღნიშნა დღეს ილია მეორემ.

rustavi2