გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იულია ლატინინას დიაგნოზმა ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“ გააღიზიანა

3-11-2019

„ამ გულისამრევი ქალისგან ცრუ კერპის შექმნა, როგორც დემოკრატიული და კეთილგანწყობილი "კარგი რუსეთის" სახისგან, კი იყო 9 წლიანი მმართველობის სამარცხვინო ლაქა“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ჟურნალისტის და პუბლიცისტის იულია ლატინინას ინტერვიუს.

„ვისაც ეს ძალიან ჭკვიანი ეგონა, ენის ჭარტალი "ჭკვიანური გვარების" ხსენებით და აპლომბით დასკვნების კეთება - ჭკუის დასტური, მან მხოლოდ საკუთარი უჭკუობა, განათლების მძიმე ვაკუუმი და ღრმა პროვინციალიზმი (თან, რუსული ცენტრიდან ათვლით) დაადასტურა“, - წერს გვარამია.

ინტერვიუში იულია ლატინინა მიხეილ სააკაშვილს „თავისი თავის პაროდიას“ უწოდებს და ამბობს, რომ უწინდელ სააკაშვილსა და ამ სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა.

„მათ შორის დიდი განსხვავებაა - უწინდელ სააკაშვილსა და ამ სააკაშვილს შორის. ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია. ჩემთვის ეს გასაოცარია. ის სააკაშვილი ნამდვილად იყო იმ უმრავლესობის ლიდერი, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც. უკრაინაში კი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ თავის თავს წარმოადგენდა“, - აცხადებს ლატინინა.

სრული გადაცემა: https://www.youtube.com/watch?v=Pbd2dhNjG0w&fbclid=IwAR2cNr4I-BNCS66iSQmJCuNrZ0zsrWaDtfh21oK9FAfiUgIfOckrYQmU0pg