გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მინდია ლავასოღლის ახლობლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ

4-11-2019

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის, იგივე მინდია გორაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მინდია ლავასოღლი ერთი წელია უკანონო პატიმრობაშია, “კანონიერი ქურდი” ქალაქ ტრაპზონში 2018 წელს დააკავეს. მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ლავასოღლი თურქეთის ციხეში უკანონოდ იმყოფება.
,,ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მინდია ლავასოღლი გათავისუფლდეს თურქეთის ციხიდან. აღნიშნული პიროვნება სრულიად უკანონოდ იმყოფება ციხეში, თუმცა არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ ის იმყოფებოდეს საპატიმროში. როგორც იცით, მას საქართველოში აქვს მისჯილი, თუმცა თურქეთში არანაირი ბრალდება არ აქვს წარდგენილი. ის დააკავეს და ციხეში იმყოფება, შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ერთ დღეში უკანვე შეაბრუნეს. როგორც გითხარით, სამართლებელივად თურქეთი ლავასოღლის არაფერს ედავება, არც მისჯილი აქვს. ასე გაურკვევლად იმყოფება ციხეში. საქართველოს მხრიდან მივიღეთ წერილი, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს არანაირი კომპეტენცია არ აქვს თურქეთში თუ იმყოფება საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს ლოგიკური კითხვა, თუ საქართველო არაფერ შუაშია მაშინ თურქეთი რა შუაშია? ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდეს თურქეთის კონსული და ავუხსნათ სიტუაცია… გავიგოთ რატომ ზის ლავასოღლი თურქეთის ციხეში? ერთხელ შევხდით ჩვენ ბათუმში საკონსულოს წარმომადგენლით და მაშინ გვითხრეს, რომ ეს საქართველოს მოთხოვნით იყო. როცა ოფიციალური წერილი მივიღეთ, დავინახეთ, რომ საქართველოს არ აქვს მოთხოვნა მისი პატიმრობა” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

"კვირა"