გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ოთხმეზური: ახალაიებმა პეტრეს მოსთხოვეს სანაცვლო სამსახური; ოღონდ ქვეყანა დაიქცეს და ყველაფერს კადრულობენ

4-11-2019

პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. გაუგია ვინმეს მისი პროტესტი, ერთი განცხადება როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა?- ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამეგრელოში ყველამ იცის, რომ პეტრე ახალაიებს ემსახურება.

,,სამეგრელოში ყველამ იცის, რომ ახალაიებს ემსახურება. ამდენი ხანია იქ არის, გადასარევად გრძნობს თავს, მათი ხელშეწყობით ყველაფერს განაგებს და ახლა მოთხოვეს ახალაიებმა, მისმა ,,კეთილისმყოფელებმა“ სანაცვლო სამსახური. ოღონდ აირიოს, დაიქცეს ეს ქვეყანა, ოღონდ ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველაფერს კადრულობენ.

თუ გახსოვთ ბასიანის ამბები, ორ ხმაში მოთქვამდა გვარამია და კვესიტაძე, რომ როგორ მოღალატეები აღმოჩნდნენ ვინც ხელმძღვანელობდა იმ აქციებს და რას ქვია შეწყვიტეს და ბოლომდე არ მიიყვანეს საქმეო. იგივე განმეორდა, როცა სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ და პარლამენტში შევარდნა. ახლა საეკლესიო გზით სცადეს, არ აყვა არავინ საბედნიეროდ პეტრეს. პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. პეტრეს ერთი განცხადება გაიხსენოს ვინმემ, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა, მისი პროტესტი თუ გაუგია ვინმეს? - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.