გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიძინა ივანიშვილი: როგორც „პარაგრაფი“ და მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურით გახდა ჩვენი ზღვისპირების სავიზიტო ბარათი, ასეთივე განსაკურებული სავიზიტო ბარათი იქნება „პანორამა“ თბილისისთვის

4-11-2019

„პანორამა თბილისს“ ყველაზე მეტი არაჯანსაღი და აბსურდული ხმაური მოყვა“ - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილი „პანორამა თბილისს“ მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ როგორც „პარაგრაფი“, მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურით გახდა ჩვენი ზღვისპირების სავიზიტო ბარათი, „პანორამა“ ასეთივე განსაკურებული სავიზიტო ბარათი იქნება თბილისისთვის.

„დარწმუნებული ვარ, როგორც „პარაგრაფმა“, მოიპოვა ევროპაში პირველი ადგილი, მსოფლიოში სასტუმროების უდიდეს ქსელ „მერიოტებს“ შორის, „პანორამა“ მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვებს გამორჩეულ ადგილს თავისი ექსკლუზიურე(ო)ბით“ - ამბობს „ქართული ოცნების“ ლიდერი.

მისი თქმით, „პანორამა“ სამ განსხვავებული უპირატესობების მქონე, უნიკალურ სასტუმროს აერთიანებს.

„პირველი - ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მაღალი რანგის და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი. გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც ყველაზე მეტი ხმაური იყო. დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო.

მეორე სასტუმრო - სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. აქ განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც კი არ არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში.

აქვე გავიხსენებ, რამდენიმე წლის წინ EBRD-ის წლიურ კონფერენციაზე თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. დარბაზი არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგეს ე.წ. ერთჯერადი სივრცეები, რომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.

„პანორამის“ ამ მეორე სასტუმროთი, ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა მთლიანად ეხსნება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს - ნებისმიერი მაღალი დონის და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო.

ზოგადად, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინალურ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ აკეთებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ქვეყანას ჭირდება?!„ - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, ჩვენ დღეს პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა და კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ.

„როგორ უნდა წავიდეთ წინ? სწორედ ასე - შევთავაზოთ მაღალი ხარისხი, ძვირფასი ინფრასტრუქტურა, რომ მოვიზიდოთ მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები, გავხდეთ საქმიანი ტურიზმის ცენტრი, ჩვენთან ჩატარდეს მაღალი დონის კონფერენციები და დიდი ღონისძიებები - ესაა ჩვენი ინტერესი - ამასაც ემსახურება „პანორამის“ პროექტი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ სასტუმროშიც განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შეძენს მას. და „პანორამის“ მესამე სასტუმრო - თაბორის მთაზე, რომელსაც ასევე ხმაური მოჰყვა. მისი ექსკლუზიურობა იქნება გოლფის უნიკალური მოედნები, რაც ასევე მაღალი შემოსავლების სტუმრებზეა გათვლილი” -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, მისი თქმით, „პანორამის“ სამი, სხვადასხვა ექსკლუზიურობის სასტუმრო, ერმანეთთან საბაგიროებით იქნებ დაკავშირებული - ესეც განსხვავებულ ხიბლს ძენს პროექტს.