გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხის რაიონის სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა

4-11-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, მოსახლეობასთან „ღია შეხვედრების“ დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება დაიწყო.

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ საყუნეთის მოსახლეობას 18 სექტემბერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ერთ-ერთ საკითხად სოფელში გარე განათების პრობლემა დაასახელა, რომელიც მერიის პრესს სახმსახურის ინფორმაციით, სულ მალე გადაიჭრება.

სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში სოფელში გარე განათების 26 ბოძი დაიდგმება და ქსელში ჩაირთვება.