გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თბილისსა და ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალები აშენდება

4-11-2019

კომაროვის სკოლის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში კომაროვის სკოლის დამატებით ორ ფილიალს - თბილისსა და ბათუმში აშენებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება შშმ მოსწავლეებისთვის. მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და მოედნები.

ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კომპლექსის ფარგლებში კი კომაროვის სკოლის მეორე ფილიალის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება და 2020 წლის სექტემბრამდე დასრულდება.

კომაროვის სკოლის ეს ფილიალი 250 მოსწავლეზეა გათვლილი. 3-სართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული მოედნები.

სკოლების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით განხორციელდება.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა 2019 წლის იანვარში დააანონსა.

შესაბამისი სატენდერო პროცედურების შემდგომ, კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა კი უახლოეს 10 დღეში დასრულდება.