გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლევან დავითაშვილი: ეს ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითია

4-11-2019

„წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია,
ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კერძო ინვესტიციებით წყალტუბო განვითარებულიყო და კურორტს დაებრუნებინა თავისი სიდიადე, მაგრამ უშედეგოდ“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა ვუწოდოთ, სოციალური, კორპორატიული თუ რა სახის პასუხისმგებლობა, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რაც ქველმოქმედებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„წლებია ბატონი ბიძინას მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა სექტორის განვითარების მხარდაჭერის მომსწრენი ვართ. დაინტერესების შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილი მზად არის გაწეულ დანახარჯებზე უფრო ნაკლებ ფასად დაუთმოს ობიექტები ყველა პოტენციურ ინვესტორს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე და სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.