გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილს ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებენ

4-11-2019

კრიმინალური გარჩევა ახალქალაქში, რომელშიც "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილი ფიგურირებს. დავით მკოიანმა, ახალქალაქში ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა "ბიტებით" და "კასტეტით" ცემაში ადანაშაულებენ.

"ჩემი შვილი გუშინ, ღამით დაბრუნდა ერევნიდან.მის საბუთში არის მტკიცებულება, თუ როდის დაბრუნდა ახალქალაქში, ეს იყო საღამოს 9 საათი. რაც გავრცელდა არის ტყული, 2 ნოემბერს იმყოფებოდა ერევანში და დაბრუნდა 3-ში საღამოს. არავითარ ჩხუბში ჩემი ახლობლები არ მონაწილებდნენ. არ ვიცი რატომ ავრცელებენ მსგავს ინფორმაციებს,"-განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ენზელ მკოიანმა.

ინციდენტი ახალქალაქის ბაზართან, დღის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს. დაშავებული, რომელსაც თავი გატეხილი აქვს, ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსთავი2