გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"თეთრ ხიდზე" დასადგმელი თეთრი ქვები, რაშიც მერიამ სოლიდური თანხა გადაიხადა, დაზიანებულია

4-11-2019

თეთრი ქვები, რომლებიც თეთრ ხიდზე უნდა განთავსებულიყო, ააიპ "სპეციალური სერვისების" ეზოშია დალაგებული. როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია, 13 იმიტირებული ქვა, რომელიც თვეებია ღია ცის ქვეშ არის განთავსებული, დაზიანებულია.

ააიპში განმარტავენ, რომ მათ ქვების მომავალი ბედის  შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ისინი ეზოში დროებით განთავსდა.

თეთრი ქვები "თეთრის ხიდის" რეაბილიტაციის პროქტის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა.  ქვები ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა რუს საქართველოს" წარმომადგენლებმა გასული წლის დეკემბერში მიიტანეს, თუმცა მერიამ კომპანიას ქვების ხიდზე განთავსების უფლება არ მისცა. მერიაში განმარტავდნენ, რომ კომპანიამ ვადები დაარღვია და ქვები დაგვიანებით მიიტანა. ვადების დარღვევის და არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები გამო მერიამ კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ჯარიმა დააკისრა. პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

ამასთან, მერიაში განმატავდნენ, რომ კომპანიის მიერ ჯარიმის დარიცხვის შემდეგ, "თეთრ ხიდზე" დარჩენილი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდებოდა. დაუწყებელი პროცესის გამო ხიდზე სამუშაოები ვერ განახლდა და ხიდი მეტად დაზიანდა. ხიდზე მინა ორჯერ გაიბზარა, რისთვისაც მერიამ 3700 ლარი გადაიხადა. 

როდის ჩაინიშნება სასამართლო, ამ დრომდე ცნობილი არაა. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  435 999  ლარიანი ტენდერის ფარგლებში, კომპანია "ალმა რუს საქართველოს"  294 900 ლარი გადაურიცხეს, დარჩენილი თანხა მერიამ დაიტოვა, რომლითაც სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.

 

newposts