გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა

5-11-2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობას, რომელიც აშშ-ის ევროპის სარდლობის ჩართულობითა და მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა.