გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გერმანიის ელჩი: კარგი იქნება, თუ ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილს გაითვალისწინებენ

5-11-2019

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ახალგორში მომხდარ ფაქტს


ეხმიანება, რა დროსაც მარგო მარტიაშვილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიუღებლობის გამო გარდაიცვალა.


გერმანიის ელჩის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი, მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრეთწოდებული „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.