გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოხუმში მიუსაფარი ცხოველების დროებითი თავშესაფარი გაიხსნება

5-11-2019

სოხუმში მიუსაფარი ცხოველების მოვლა - პატრონობის დროებითი პუნქტს გახსნიან. ამის შესახებ "ნუჟნაია გაზეტას" ცხოველთა დამცველი საქველმოქმედო ფონდის

"Агәыӷра" წარმომადგენელმა კარინა კოლპაკჩიანმა განუცხადა. მისი თქმით, თავშესაფრის მშენებლობა უკვე დაიწყო.

"ჩვენ დიდია ხანია გვსურს თავშესაფრის გახსნა უპატრონო ცხოველებისთვის, სოხუმის რაიონის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოგვიყო 1 ჰექტარი მიწა. სამწუხაროდ, დაფინანსება ვერ მივიღეთ, და ვერაფერი ავაშენეთ. ახლა ამ პრობლემას მიაქციეს ყურადღება აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა ინალ არძინბამ და მაქსიმ არცინოვიჩმა", – თქვა მან.

მისი განმარტებით, დროებით თავშესაფარში მოხდება ცხოველების სტერილიზაცია - კასტრაცია და ვაქცინაცია, ასევე, შეძლებისდაგვარად, მათთვის პატრონის მოძიება. ზოოდამცველის თქმით, ამ ეტაპზე 100 ათასი რუბლი შეგროვდა. გარდა ამისა, იგეგმება საოპერაციო, გადასახვევი კაბინეტის, საწყობის და დარაჯის ოთახის მოწყობა.ფონდის თანადამფუძნებლის თქმით, საზოგადოებაში უკვე აცნობიერებენ, რომ მიუსაფარი ცხოველები საერთო პრობლემაა.

"სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ ვერ გავაგონეთ, თუმცა მოვუყვანეთ არგუმენტები და ფაქტები. ჩვენ ვთვლით, რომ ცხოველების დახოცვა პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს, რადგან ადამიანებში მხოლოდ სისასტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", – აღნიშნავს კოლპაკჩიანი.

მან აღნიშნა, რომ დროებითი თავშესაფრის შექმნით პრობლემა სრულად ვერ გადაიჭრება.

ფოტო: "აიაირა"

რადიო "ათინათი"