5-11-2019
ასე გამოიყურება სასმელი წყლის ავზი ტკოცის საჯარო სკოლის ეზოდან 300-500 მ მანძილზე მდებარეობს. სკოლის დირექტორი, ლიანა ლომიძე აცხადებს, რომ ავზი ამ მდგომარეობაში 30 წელია იმყოფება.
,,სკოლა ამჟამად წყალს იმ ქსელიდან იღებს, რომელიც სოფელშია გაყვანილი, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ სოფელს შეექმნა პრობლემები. დებეტი ნაკლებია და აღარც სოფელს ყოფნის წყალი და აღარც ჩვენ. რაც შეეხება
ამ ავზს, ეს სკოლიდან 300 ან 500 მ მანძილზეა დაშორებული და დიდი ხანია ვიბრძვი, რომ გაკეთდეს. ჩვენ ჩვენი წყალი რომ გვქონდეს." - აცხადებს ლიანა ლომიძე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აქცენტი, 30 წლის წინანდელ ავზის რეაბილიტაციაზე კეთდება:
,,გამოყოფილია 9 ათასამდე ლარი, რომლითაც საჩქარო წესით სკოლის სასმელი წყლის შემკრები ავზი შეკეთდება" - აცხადებენ ხაშურის მერიაში.