6-11-2019
ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით…” – წერია 23 წლის ახალგაზრდის მიერ გავრცელებულ facebook პოსტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.