გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

6-11-2019

მიმდინარე წლის 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ,,ფენაზეპამი“ (500 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (58 აბი), 71 გრამი კოკაინი, 113 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი და 67.7 გრამი მარიხუანა გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.