გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„თანასკოლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კიბიდან გადააგდეს და მუცლის არეში ფეხი ჩაარტყეს“

6-11-2019

EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, გუშინ, ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის ორმა მოსწავლემ თანაკლასელი სცემა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩვენი წყაროს განცხადებით, მოსწავლე გოგონები „თანასკოლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კიბიდან გადააგდეს და მუცლის არეში ფეხი ჩაარტყეს“.

სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით მოსწავლეები უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახნენ.

„შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მე-5 კლასელი გოგო ერთმანეთს კიბეზე შეეჯახა. ერთ-ერთი წაიქცა და ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

cyc.ge