გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი მეზურნიშვილი: მართლაც სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი უკრიტიკოდ იღებს ოპოზიციის დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ახდენს მათ ტირაჟირებას

6-11-2019

„ეკონომიკის მინისტრის არგუმენტირებული და დამაჯერებელი პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს. მართლაც სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი უკრიტიკოდ იღებს ოპოზიციის დაუსაბუთებელ ეჭვებს, ბრალდებებს და მეტიც, ახდენს მათ ტირაჟირებას“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომელშიც ნათია თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს პასუხობს.

„წყალტუბოს აღორძინების გეგმა არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რომელიც პერსპექტივას უჩენს მთელს რეგიონს. ვინც ამ უპრეცედენტო პროექტს აკრიტიკებს ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია ან უბრალოდ ვერ ერკვევა საკითხში. სხვა შეფასება შეუძლებელია“,- წერს ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში.