გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგარეჯოში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

7-11-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალგამანაწილებელი არხის აღდგენითი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დანალექი გრუნტისაგან და ბუჩქნარისაგან გაიწმინდა არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი; მოეწყო მონოლითური ბეტონის ბორდიური. ამ დროისთვის მიმდინარეობს არხის ფერდებისა და ძირის მონოლითური ბეტონით შევსება და ტორკრეტირება.

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

პროექტის ღირებულებაა 4 888 850 ლარი.

სამუშოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.