7-11-2019
„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობიდან, სადაც საქართველოს პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, ჩვენი მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15-ჯერ გაისროლეს. ინციდენტს მსხვერპლი და „სასაზღვრო ინფრასტრუქტურის” დაზიანება არ მოჰყოლია“- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
ცხინვალის მედია უშიშროების კომიტეტის ინფორმაციას ციტირებს და აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტი წნელისი-ჩორჩანას შორის არსებულ საპოლიციო საგუშაგოს უკავშირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან Qartli.ge-ს უთხრეს რომ ეს არის პროვოკაციული განცხადება. „ეს
არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“- აცხადებენ სუს-ში.
დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა რომ „6 ნოემბერს კობთან ქართულმა მხარემ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა“.
სროლას არ ადასტურებს არც ყობში მცხოვრები გენადი ბოსიკოვი, ის აცხადებს რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია EUMM ადასტურებს.