7-11-2019
ქუთაისის მეორე სასჯელაღასრულების დაწესებულებაში პატიმარი 34-ე დღეა შიმშილობს. 46 წლის კ.ო-ს ადვოკატის ილია ჯანელიძის თქმით, პატიმარი ბრალს არ აღიარებს და პროტესტი ნიშნად შიმშილობს.
ადვოკატის თქმით, პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს.
როგორც ის განმარტავს, 2 ოქტომბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე გამო დააკავეს. დაკავებული აცხადებს, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო.