გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა”

7-11-2019

ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ადგილზე ქალაქის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის უფროსი, ირაკლი მოქია ამბობს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა, რის გამოც უბედური შემთხვევა მოხდა. მისივე განმარტებით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის.

“სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სამუშაოებს კომპანია “გიგერო” აწარმოებს”, – ამბობს ირაკლი მოქია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბესიკისა და კიროვის კვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს 30 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

„30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა, თუმცა სტაციონარში მაინც გადავიყვანეთ, მეოთხე სართულზე ბინას არემონტებდა სავარაუდოდ, კორპუსი მშენებარე არ არის”, – ბადრი პაქსაძემ.

​მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"კვირა"