გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოზარ სუბარი: 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიმარჯვა თავისუფლებამ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ამის შემდეგ ყველა არჩევნებზე ქართველი ხალხი თავის ამ გადაწყვეტილებას აფორმებს მორიგ ჯერზე

7-11-2019

7 ნოემბრის დარბევას წინ უძღვოდა 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირი, სადაც ითქვა, რომ უსასტიკესად უნდა დაერბიათ მიტინგი, ეცემათ თითოეული მონაწილე, წაერთმიათ მათთვის ბიზნესები - თუ ასეთი ჰქონდათ, გაეყარათ სამსახურებიდან, დაეწვათ ჯიხურები, მანქანები“,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 7 ნოემბერს მკაფიოდ თქვა, რომ თავისუფლებას არ დათმობს, ღირსებას არ დათმობს და ეს დღე ამითაა გამორჩეული.

,, მსოფლიოში ძალიან ბევრი დარბევა ხდება. არის მსხვერპლიც, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებშიც. გამოსვლები დემოკრატიული და არა დემოკრატიული ქვეყნის შემადგენელი ნაწილია. რატომ იყო 7 ნოემბერი გამორჩეული და რით განსხვავდება ყველა შემდგომისგან? ბუნებრივია ყველა გამოსვლას რაღაც მიზეზი აქვს, მაგრამ რა იყო 7 ნოემბერი და რა უძღოდა წინ? 2 ნოემბრიდან მოყოლებული აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხალხით გადაჭედილი რუსთაველი, თავისუფლების მეტროდან ოპერამდე და არ ყოფილა ძალადობის არცერთი ფაქტი, ერთი მოწოდებაც კი არ ყოფილა ძალადობისკენ და 7 ნოემბრის დარბევა, რომელსაც წინ უძღვოდა 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირი, სადაც თქვეს, რომ უსასტიკესად უნდა დაერბიათ მიტინგები, ეცემათ თითოეული მონაწილე, წაერთმიათ მათთვის ბიზნესები - თუ ასეთი ჰქონდათ, გაეყარათ სამსახურებიდან, დაეწვათ ჯიხურები, მანქანები“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

იგი 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 20 ივნისს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რომელსაც თავისი სამართლებრივი შეფასება აქვს. იყო პოლიციელებზე თავდასხმები, პოლიციელების ცემა, პოლიციელებისთვის სპეც - იარაღების, სპეც საშუალებების წართმევები.

,,ყველანი ჩვენი თვალით ვხედავდით, რომ იყო მოწოდებები, ხელისუფლება უნდა დაემხოს და დამთავრდეს დღეს. გარეთ იყვნენ ეს მოძალადეები და შიგნით ადამიანები, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ პარლამენტის შენობა. ამ დროს, როდესაც ხელისუფლება არსებობს, ხელისუფლებას აქვს არა მხოლოდ ლეგიტიმური უფლება, არამედ მოვალეა გამოიყენოს ლეგიტიმური ძალა. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ვერ ხედავდა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციელებზე თავდასხმას და მაინც იქ იყო. როდესაც პოლიციელი იგერიებს თავდამსხმელს და რეზინის ტყვიას და გაზის ყუმბარას ისვრის თავდამსხმელების განეიტრალების მიზნით, ზუსტად ვერ გათვლი ვინ დაშავდება. პირველ რიგში ყველამ უნდა ისწავლოს, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ღირსებას და არ დათმობს თავისუფლებას. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიმარჯვა თავისუფლებამ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ამის შემდეგ ყველა არჩევნებზე ქართველი ხალხი თავის ამ გადაწყვეტილებას აფორმებს მორიგ ჯერზე“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.