გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რა ეთიკური შეზღუდვები ვრცელდება ადვოკატებზე სოციალურ მედიაში და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეებთან დიალოგი - ადვოკატები ოცზე მეტი ქვეყნიდან პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ

7-11-2019

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტები და ადვოკატები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, აგრეთვე, პროფესიულ საერთაშორისო ორგანიზაციათა მაღალი დონის წარმომადგენლები. ამგვარი შეკრების მიზანია კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება თანამედროვეობის მწვავე საკითხებზე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ხოსე დე ფრეიტასი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს პრეზიდენტი.

400-ზე მეტ დელეგატს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც 3 ძირითადი ასპექტის გარშემო გაიმართება: ადვოკატების დამოუკიდებლობა, დიალოგი სასამართლოსთან და ეთიკური შეზღუდვები სოციალურ მედიაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, ხორცშესხმული ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2016 წლიდან ჩამოყალიბდა, როგორც ტრადიციული პლატფორმა კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებისათვის, რაც საშუალებას აძლევს ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებს, იმსჯელონ გამოწვევებზე და ერთად ეძიონ გამოსავალი.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.