გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მესაზღვრეებმა ფოთში თურქეთის დროშით მცურავი გემი დააკავეს

8-11-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა სამეურნეო-ფეკალური წლებით დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 5306,40 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.