გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვაჟა სირაძე: მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული

8-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თბილისში დაგეგმილ კინოჩვენებებთან და პარალელურად, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სირაძის განცხადებით, მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად.

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, აღნიშნული ფილმის ჩვენების ჩაშლასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოხდეს ფილმის ჩაშლა და საზოგადოების ორი მხარის ერთმანეთში დაპირისპირება.

შესაბამისად არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა გამოხატვის თვისუფლების დაცვა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატის შესაბამისად. მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.