გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახს სახლის აღდგენაში დაეხმარება

8-11-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ბოლნისში მცხოვრები ლუსანა დევნოზაშვილის დაზიანებული სახლი მოინახულა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მრავალშვილიანმა შეჭირვებულმა ოჯახმა მერს განცხადებით მიმართა და სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენაში დახმარება სთხოვა. დავით შერაზადიშვილი სიტუაციას ადგილზე გაეცნო, მისი გადაწყვეტილებით, აუდიტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისთვის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
“ბოლნისის მოქალაქემ მოგვმართა განცხადებით და გვთხოვა სახლის რეაბილიტაციაში დავხმარებოდით, მუნიციპალიტეტმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და სახლის შეკეთებისთვის მას ფინანსური დახმარება გამოეყოფა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ცდილობს ამ მხრივ შეჭირვებული ოჯახების დახმარებას. წელს 21 ოჯახს საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ჯამში 287 000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა. გარდა ამისა, 2019 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულ 375 ოჯახს მუნიციპალიტეტმა 377 000 ლარის ოდენობის კონპენსაცია გადასცა. ბოლნისის მერია მომავალშიც გააგრძელებს შეჭირვებული და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას, რადგან მუნიციპალიტეტი ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს მის სოციალურ პასუხისმგებლობას და ყველა მოქალაქეს მისი საჭიროებიდან გამომდინარე, ფინანსურ დახმარებას უწევს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

"კვირა"