გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

8-11-2019

"და ჩვენ ვიცეკვებთ" ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლოში" დღეს 22:00 საათზეა ჩანიშნული. საზოგადოების ნაწილი ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას ამ წუთებში იწყებენ. ისინი ამბობენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან და მათი პროტესტი ფილმის შინაარსმა გამოიწვია.

ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები მობილიზება მიმდინარეობს. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული.

"პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას, შს სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. რაც შეეხება სამართალდარღვევის ფაქტებს, ნებისმიერ ფაქტებზე კანონის ფარგლებში მოხდება რეაგირება", - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" პრემიერა დღეს თბილისსა და ბათუმში უნდა გაიმართოს. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ თბილისშიც.

 "პია"