მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ჯ. ჯ–შვილის ცოლს და როლანდ დაუდაშვილს წლების წინ ერთმანეთი უყვარდათ. ცოტა ხნის წინ, როლანდ დაუდაშვილმა ჯ. ჯ–შვილის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ავტოსახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ჯ. ჯ–შვილმა ივარაუდა, რომ დაუდაშვილი მის მეუღლესთან დაახლოებას ცდილობდა, რის გამოც ავტოსახელოსნოში მიაკითხა და ესროლა. როლანდ დაუდაშვილი შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.
წყარო: reginfo.ge