გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ავარიის შედეგად ორი პირის გარდაცვალებაში ბრალდებულ მძღოლს ქუთაისის სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

8-11-2019

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალებაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს ქ. ბაღდათში, გ.მ. მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით დასაშვებზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და მოპედს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით მოპედის მძღოლი დ.ზ. ადგილზე, ხოლო მისი მგზავრი მ.მ. რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გ.მ-ს ბრალდება 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.