ქარელში, დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოჯახები ნათესავთან არიან გადანაწილებულები. 1 ნოემბერს, დილის 4 საათზე, ბუნებრივი აირი მეხრიშვილის ბინაში გაჟონა და აფეთქდა.
,,2 ოჯახი ქირით გავიყვანეთ. სამუშაოები მიმდინარეობს. სულ დაზარალებულია 12 ოჯახი. ეს 12 ოჯახი კი, ნათესავებთან არიან წასულები" - აცხადებს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი.
ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ იქ ცხოვრობენ ჩვილები, მცირეწლოვანები , მოხუცები,
რომელთა ნაწილი სასტუმროებში ცხოვრობენ.
,,სრულ დემონტაჟსა და ხელახლა მონტაჟს საჭიროებს: მეტალის შესასვლელი კარები - 25 ცალი, მდფ - შიდა კარები - 10 ცალი, მეტალოპლასტმასის კარები - 2 ცალი, მეტალოპლასმასის ფანჯრის ბლოკები - 10 ცალი." - აღნიშნავენ მერიაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, გამოყოფილია დაახლოებით 35 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, რეაბილიტაცია 15 ნოემბერს უნდა დასრულდეს.