11-11-2019
მორიგი სკანდალი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. მამამ შვილი კონკურსის გარეშე იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის.
მედიის ცნობით, დიდაჭარის საბავშვო ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე თამილა ხოზრევანიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის შვილია. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა შემოგვიართდება და მხარეთა პოზიციებს გაგვაცნობს.
თამილა ხოზრევანიძემ დიდაჭარის საბავშვო ბაღში მუშაობა მამის დახმარებით ორშაბათს დაიწყო. კონკურენტი არ ჰყოლია, ვაკანსიის შესახებ კი სახლში, მშობლისგან გაიგო. ეს უკანასკნელი ნეპოტიზმის ფაქტს ადასტურებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს, უფრო მეტიც, გვითხრა, რომ დაწესებულება სრულად ნათესავებით არის დაკომპლექტებული. თამილა ხოზრევანიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ადამიანები ნათესაური ნიშნით იწყებენ სამსახურს და ეს სიახლეს არ წარმოადგენს.
რატომ დაასაქმა მამამ შვილი კონკურსის გარეშე იმ ორგანიზაციაში, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის? კითხვაზე გურამ ხოზრევანიმემ პასუხის გაცემა არ ისურვა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს უდიდესი ტყუილია და შვილი არ დაუსაქმებია.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ნეპოტიზმის შესახებ „TV 25“-ისგან გაიგო. საკითხზე ჩვენ ანონსის სახით მასალა ვებგვერდზე დილით განვათავსეთ, რის შემდეგაც ვახტანგ ბერიძემ ბრძანება გამოსცა და უწყებაში ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო. მომხდარი ბერიძისთვის მიუღებელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მამა შვილმა თანამდებობა დატოვოს.
http://droa.ge/?p=58428&fbclid=IwAR2chO9giFm5zBxleTYnBWxjZZcKHPoj2P0wZMe3WPBaRvp6ruaPcTqABBA