12-11-2019
"არასდროს უთქვამს "ევროპულ საქართველოს", რომ, რასაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში აკეთებს, არის ცუდი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ბატონებო, გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუ უბრალოდ უტიფრობასთან? ხომ არ იცით ჯერ, რაზე ვლაპარაკობ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ჯერ ხომ არ იცით, რაზე ვლაპარაკობ. იქნებ სერგოზე ვლაპარაკობ. ბატონებო, ერთადერთი მეუფე ლაპარაკობს ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე, მეუფე იაკობი და თქვენ გაბრალებთ ამას ყველაფერს. თქვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონი დიმიტრი რომ გამოდიოდა, გამიკვირდა, ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ, თუ რა ხდება, ვერ გავიგე. იმიტომ, რომ სხვას არავის ამ ქვეყანაზე ეკლესიაზე შტურმს არ აბრალებენ. გახარიასა და ივანიშვილს აბრალებენ. რაც შეეხება წყალტუბოს თემას, არ მოგცემთ საშუალებას, ყველა ერთნაირად შეგვაფასოთ. არასდროს "ევროპულ საქართველოს" არ უთქვამს, რომ ცუდია, ბიძინა ივანიშვილი რასაც აპირებს, მათ შორის არასდროს არ მითქვამს, რომ ცუდია, იაფად ან ერთ ლარად ვაპირებთ, გადავცეთ წყალტუბო. ძალიან ბევრჯერ ერთ ლარად გადაგვიცია სახელმწიფო ქონება ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციას განახორციელებდა", - განაცხადა ბობოხიძემ.