გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

12-11-2019

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 15 ადამიანიდან, 3 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას”  სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

“ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამოსაკვლევად კი, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს”, – აცხადებენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"კვირა"