13-11-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.
ის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, გოგონა, პედაგოგს გაკვეთილიდან ავადმყოფობის მომიზეზებით დაეთხოვა და თბილისისაკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ის ოჯახისთვის უცნობ მამაკაცს ცოლად გაჰყვა.
მთავარის ინფორმაციით, პოლიციამ გოგონას ადგილსამყოფელს უკვე მიაკვლია და მუნიციპალიტეტში მის გადასაყვანად, ოპერტიულ ღონისძიებებს ახორციელებს.
ბოლო ინფორმაციით, გოგონა უცნობ მამაკაცთან ერთად, ისანი სამგორის ტერიტორიაზე ნახეს. საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობას კლასის დამრიგებელი სრულად იღებს. ოჯახს კი საუბარი არ სურს.
`დაიჯესტი`