14-11-2019
რუსთავში, საბავშვო ბაღებში ბუნებრივად აალებადი აირებისა და ნახშირორჟანგის დეტექტორების დამონტაჟება დაიწყო. სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც გაზზე მომუშავე დანადგარებიდან CO-ს გაჟონვის შემთხვევაში, სიგნალს იძლევა, რუსთავის იმ საბავშვო ბაღში დააყენებენ, სადაც ცენტრალური გათბობის სისტემა არაა დამოტაჟებული. დეტექტორები, უსაფრთხოების ნორმების დაცვის და პრევენციის მიზნით, რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანებამ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით შეიძინა.
მოწყობილობის მონტაჟი რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, ,,სოკარ ჯორჯია კახეთის“ რუსთავის სერვისცენტრის სპეციალისტებთან ერთად, პირველი საჯარო ბაღიდან დაიწყო.