15-11-2019
ცენტრი „ემპათია“ ეხმაურება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში დატყვევებული ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს და მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღონ ქმედითი ზომები მის გასათავისუფლებად.
ექიმის ტყვეობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. ამგვარი ქმედება დაუშვებელია საომარი მოქმედებების დროსაც კი.
სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით დუმს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი.
საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა ჰუმანიტარული დახმარების შემთხვევაში ადამიანების გადაადგილების უფლება ოკუპირებული ზონებიდან იყოს რეალიზებული, ახლა კი ამ ვანდალურ ფაქტებს ექიმის გატაცების შემზარავი ფაქტიც დაემატა.
ცენტრი „ემპათია“ კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას გაზარდოს საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში და ჰუმანიტარული პრინციპების დაცვის მიმართულებით უზრუნველყოს ოკუპაციისა და პარა - ოკუპაციის ზონებში ადამიანების უსაფრთხოების დაცვა.
სურვილის შემთხვევაში ცენტრი „ემპათია“ მზად არის დაიცვას გატაცებული ექიმის ინტერესები.
ცენტრი „ემპათია“ -ს ცხელი ხაზი:
599 885468/28